კელი დეგნანი: საქართველო მზად არის ნატო-სთან ურთიერთქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები

“საქართველო მზად არის ნატო-სთან ურთიერთქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ არის არის პროცესის ნაწილი.

„ეს არის საქართველოს ძალისხმევა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოახდინოს სასაზღვრო ობიექტების მოდერნიზება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკა, რომელიც მიეწოდება მესაზღვრეებს და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ საზღვარზე მთელი წლის განმავლობაში. ეს შენობა არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში და მე ძალიან ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად შეძლო ამის გაკეთება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო მზად არის ნატო-სთან ურთიერთქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები, ზღვიდან – სანაპირო დაცვის მეშვეობით, ხოლო მთაში – აქ მყოფი მესაზღვრეების დახმარებით. საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები