თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის, ნანი გიორგაძის თქმით, სასწავლო პროცესის შეჩერების საშიშროება არ არსებობს.

“ჩვენ მე-6 კლასელს დაუდასტურდა ვირუსი, ბავშვი ხუთშაბათსა და პარასკევს იყო სკოლაში, მაგრამ მის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კვირას, ამიტომ, ბავშვი ორშაბათიდან სკოლაში არ ყოფილა. მაშინვე შევატყობინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასწავლო პროცესი რომ შეგვეწყვიტა, ამის საშიშროება ნამდვილად არ არის. მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ თუ გადაწყვეტენ, დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ ბავშვებთან სწავლებას”, – აღნიშნა ნანი გიორგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები