სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასევე, 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 54 473 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 9 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 1004 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, დაავადება 45 312-მა პირმა დაამარცხა, მკურნალობას 7 855 პირი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები