ირაკლი სესიაშვილი: იმედი მაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას

“იმედი მაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლა.

„ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესისთვის და მართლაც სამწუხაროა, რომ კრემლის სახე არის მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ზოგადად, მშვიდობის პროცესის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები