“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას – ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა წინასაარჩევნო მოსყიდვა ხომ არ არის.
მისივე თქმით, ტერიტორიების გადაცემის შემთხვევაში, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის.
“მეტსაც გეტყვით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ. ამაში არანაირი შეზღუდვა და კანონდარღვევა არ არის. მზად ვართ, რომ ის ტერიტორიები გადმოგვცენ და მადლობელი ვიქნებით, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის. იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენს თავზე ავიღებთ და მუნიციპალიტეტი დიღმის ტყე-პარკს მოაწყობს, განაახლებას და კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს, თუ ისინი მას საჩუქრად გადმოგვცემენ”, – განაცხადა კალაძემ.