გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ა.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც სასამართლოში ვერ გამოცხადდა.

სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულების მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემას, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ ადვოკატები მათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებენ და კონსულტაციას გაივლიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები