პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იქნება, მისთვის მიუღებელი სახელმწიფოს დედაქალაქში – თბილისში ჩატარდეს სამშვიდობო ღონისძიება

“რუსეთი წამყვანი ფიგურაა ამ კონფლიქტში და მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იქნება, მისთვის მიუღებელ სახელმწიფოს დედაქალაქში – თბილისში ჩატარდეს ამ ტიპის სამშვიდობო ღონისძიება”, – ასე უპასუხა კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – “რამდენად აქვს საკმარისი რესურსი და გავლენა საქართველოს იმისთვის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა”. ​

ზაქარეიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თურქეთიც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, თბილისი ყოფილიყო ნეიტრალური ქალაქი.

“კეთილი სურვილია, ნამდვილად, მისასალმებელიც კია, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ჩვენი შიდა პოლიტიკური ნაწილია, ვიდრე – საგარეო და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს როგორც ხელისუფლებას, ისე დიპლომატიურ კორპუსს კარგად ესმით, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ერთადერთი მიზეზის გამო – რუსეთი. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რუსეთი წამყვანი ფიგურაა ამ კონფლიქტში და მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იქნება მისთვის მიუღებელ სახელმწიფოს დედაქალაქში – თბილისში ჩატარდეს ამ ტიპის სამშვიდობო ღონისძიება, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთიც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგი თბილისი ყოფილიყო ნეიტრალური ქალაქი, ნამდვილად, ეს შეესაბამებოდა კონცეფციას, რათა რეგიონშივე ყოფილიყო მოძებნილი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მოლაპარაკების წარმოება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები