ეკატერინე მიქაბაძე: მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგშია აღიარებული

მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგშია აღიარებული, – ასმის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” ახალი კვლევის თანახმად, საქართველო, „კორუფციის კონტროლის” რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ ოცეულში უკვე მესამე წელია, სახელდება და სარეიტინგო ქულებით უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას, მათ შორის, ესპანეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას და ხორვატიას. ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი უპირობო ლიდერია რეგიონში.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” ანგარიში ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას და მათ მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა რეიტინგებს. ასევე მონაცემების წყაროა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებული მოსაზრებები და შეფასებები.

„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ და სხვა ინდიკატორებში მიღებული წარმატებული შეფასება, რადგან ის ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებეული რეფორმები არაერთ ავტორიტეტული კვლევასა და რეიტინგშია აღიარებული,” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები