სომეხი დეპუტატი: ჩვენმა სამხედროებმა აზერბაიჯანის ნავთობი და გაზსადენები უნდა ამოიღონ მიზანში
“ამიერიდან, სომხეთის სამხედრო ძალებმა მიზანში აზერბაიჯანის მრავალმილიონიანი დასავლური პროექტები, ინფრასტრუქტურა, ნავთობ და გაზსადენები უნდა აიღონ”, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, არმან ბაბაჯანიანმა.
“აზერბაიჯანის მრავალმილიონიანი დასავლური პროექტები, ინფრასტრუქტურა, ნავთობ და გაზსადენები – როგორც რეგიონული უსაფრთხოების გარანტი, ამიერიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანში უნდა აიღონ, რადგან ამ პროექტებისაგან მიღებულ თანხებს ბაქო რეგიონში ტერორიზმის გავრცელებისთვის იყენებს”, – დაწერა ბაბაჯანიანმა სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ “ამიერიდან, ეს უმთავრესი მნიშვნელობის საკითხია”.