მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისივე თქმით, 41 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი. 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 41 მართვით სუნთქვაზეა. 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი”,- აღნიშნა ენდელაძემ.