საქართველოს პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა დიპლომატთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სიგელი, პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთი