სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ ამას გავივლით სოლიდარობით. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები