ცესკო-მ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო
1 ოქტომბრიდან 3 657-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის თქმით, ბარათების საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 11 500-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს საინფორმაციო მასალას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ყველა წესის დაცვითგადასცემენ. იდენტიფიცირების მიზნით მათ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და აღჭურვილები იქნებიან ყველა სავალდებულო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებით, მათ შორის პირბადით, ხელთათმანით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.
გარდა ამისა, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მეორე ეტაპის განხორციელება. ისინი ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ და სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში. ასევე, დამატებით აწვდიან ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათისაარჩევნო უფლებების შესახებ.
მიქელაძემ ასევე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულიაამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ, ხოლო შესაბამისი უბნებისთვისაზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
თუ 11 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროსსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
ცესკოს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 511 338 ამომრჩეველი. ცესკოს მიერშეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით არჩევნების დანიშვნის დღიდან დღემდე 563 000-ზემეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი(2 51 00 51); ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობადაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.