ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შემდეგ პარლამენტში 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი

“ქართულ ოცნებას“ ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შემდეგ პარლამენტში 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მთავრობის ფორმირება ერთპარტიულად შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება, იყოს 60%. აქედან გამომდინარე, 70 კაცი შეიძლება, იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ამომრჩეველი გადაწყვეტს. დღევანდელი განწყობა არის ისეთი, რომ კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულად შეუძლია მთავრობის ფორმირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები