“რა კეთდება ხობელებისთვის”

“რა კეთდება ხობელებისთვის 2013-2020 წლები” – ამ სათაურით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ანგარიშს იმ პროექტების შესახებ აქვეყენებს, რომლებიც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ინფრასტრუქტურა

დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა; 2020 წელს დაიწყო და 2021-2022 წლებში მოეწყობა 15 კმ გზა; აშენდა და რეაბილიტირდა 10 ხიდი; მოეწყო 88 ხიდ-ბოგირი; რეაბილიტირდა სანიაღვრე სისტემის 120 ობიექტი; 7 ობიექტზე კეთილმოეწყო ეზოები; შეძენილია 2 ნაგავმზიდი მანქანა; ქალაქ ხობსა და 8 სოფელში მოეწყო წყალსადენი სისტემა; განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოების 14 პროექტი; რეაბილიტირდა ცენტრალური პარკი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხობის მონასტერს, საკათალიკოსო სასახლესა და ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას; აშენდა 308 896 გრძივი მეტრი გაზსადენი და 5 837აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით;
• 2021 წელს დაგეგმილია 8 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 1500 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

სოფლის მეურნეობა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 4 ახალი და გაფართოვდა 4 აგროსაწარმო; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 234-მა პირმა; ფუნქციონირებს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; სახელმწიფოს მხარდაჭერით, 143 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები; აგროდაზღვევის ფარგლებში ერთ მლნ ლარამდე მოსავალი დააზღვია 422-მა პირმა; დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 15 პროექტი; შეიქმნა ახალი საწარმო – ქართული ხოხბის სანაშენე მეურნეობა, რომელიც ხელს უწყობს გადაშენების პირას მყოფი ქართული ხოხბის ბუნებაში, დაცულ ტერიტორიებზე გაშვებასა და გამრავლებას; აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ხობის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა. ახალ ხიბულაში, სახელმწიფოს დაფინანსებით, „ნადი გრუპმა“ ლოკოკინების ფერმა გახსნა. წარმოებული პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზე გადის.

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:

საწარმოები:
• მხარი დაეჭირა 10 ახალი საწარმოს;
• ინვესტიცია – 16 მლნ ლარზე მეტი;
• დასაქმებულთა რაოდენობა – 300-ზე მეტი ადამიანი.

• მიკრო- და მცირე მეწარმეობა:
• მხარი დაეჭირა 43 პროექტს;
• ბენეფიციარი – 58 მოქალაქე;
• ინვესტიცია – 410 ათას ლარზე მეტი.

დევნილთა მხარდაჭერა

ხობის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 119 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.

ჯანდაცვა

ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; ხობის მუნიციპალიტეტში საჯიჯაოს, ხამისკურის, ძველი ხიბულის, ახალი ხიბულისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეაბილიტირდა ამბულატორიები. მიმდინარეობს 2 ამბულატორიის (ქვემო ქვალონი, შუა ხორგა) რეაბილიტაცია; აშენდა სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“; ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა; გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.

სახელმწიფო სერვისები

ხობში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი; პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 1200-მდე ფერმერს; საპოლიციო ინფრასტრუქტურა სოფელ ჭალადიდში აშენდა პოლიციის შენობა;
განახლდა პოლიციის ავტოპარკი.

განათლება

უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 26 საჯარო სკოლის 1681 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 49 პროექტი; მიმდინარეობს ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა; განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 55 პროექტი; ადაპტირებულია 23 საჯარო სკოლა; ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა 6 საჯარო სკოლა.
დაგეგმილია სოფელ შავღელის საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია; ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 საბავშვო ბაღს, სრული რეაბილიტაცია – 6-ს. აშენდა 2 და დაგეგმილია კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა. რეაბილიტირდა და აღიჭურვა საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისის“ ნოჯიხევის სასწავლო კორპუსი. ფონდ „ქართუს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს.

სპორტული ინფრასტრუქტურა

რეაბილიტირდა ხობის ცენტრალური სტადიონი და მინიმოედნები “, –  ნათქვამია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები