ირაკლი კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა წარმატებული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის საქმიანობა იყო წარმატებული და მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

მისივე თქმით, პარლამენტმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

„იყო ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელიწადი და არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა განხორციელდა. ფუნდამენტური რეფორმა იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ამის გარდა, იყო ათეულობით ფუნდამენტური მნიშვნელობის რეფორმა, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული შედეგები, იქნებოდა ეს ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული განვითარება, სოციალური საკითხები თუ ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები