დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობა” ძალადობას მიმართავს, ეს არის მათი ჩვეული რიტმი ცხოვრების და წინასაარჩევნო კამპანიის
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ძალადობას “ნაციონალური მოძრაობა” მიმართვას და ეს მათი ჩვეული რიტმია.
“ძალადობას მიმართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის მათი ჩვეული რიტმი ცხოვრებისა და წინასაარჩევნო კამპანიის, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, ჟურნალისტები დაშავდნენ. საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ და აუცილებლად დაერქმევა თავისი სახელი ყველაფერს. ხოლო ოპოზიციასა და “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, შეეგუონ იმას, რომ ისინი კატასტროფულად აგებენ არჩევნებს და დაანებონ მსგავს ქმედებებს თავი, რომელიც ძალადობაში აისახება, პირველ ყოვლისა”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.