ქარელის მერია: სოფელ იმერხევში გზის ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხების მოწყობისა და გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები ხორციელდება.
“სულ დაიგება 0,860 კმ. გზის საფარი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 425 000 ლარი. სამუშაოებს შპს ,,შარა” ასრულებს”, – ნათქვამია ქარელის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები