აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს.
თოდრაძის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა – სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები