მარინა ენდელაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ამდენი პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საწოლფონდების მარაგის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს.
შესაბამისად, ენდელაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შიში უსაფუძვლოა.
„საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა იყოს, აბსურდია. მით უმეტეს ამდენი გამოჯანმრთელდა, რომც არ იყოს ამდენი გამოჯანმრთელება, მარაგში იყო საწოლფონდი. პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.