ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ
“ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ უცვლელი რჩება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„მივესალმები საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს ბრიუსელში. ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ. უცვლელი რჩება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა”, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.