ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
„ყველა უწყება იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი მთავარი სურვილია მშვიდობის აღდგენა და ყველაფერს ვაკეთებთ ამის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.