“ოქტომბრის არჩევნები ცხადყოფს, რომ ჩვენ საშინაო დავალება შევასრულეთ და მზად ვართ ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.
პრემიერის თქმით, იენს სტოლტენბერგთან საქართველოს სამაგალითო პარტნიორობის შესახებ პროდუქტიული დისკუსია გაიმართა.
„ნატო-ში ჩემი განცხადება ფოკუსირებული იყო საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი ერთგულებაზე, ჩვენი ინსტიტუციური დემოკრატიის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ოქტომბრის არჩევნები ცხადყოფს, რომ ჩვენ საშინაო დავალება შევასრულეთ და მზად ვართ ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის. იენს სტოლტენბერგთან პროდუქტიული დისკუსია მქონდა საქართველოს სამაგალითო პარტნიორობის შესახებ ნატო-სთან, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის მნიშვნელობა ნატო-ს ზოგადი უსაფრთხოების არქიტექტურაში და საქართველოს მზადყოფნა, გახდეს სრულფასოვანი წევრი“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.