ლევან ვერძეული: კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებად სარისკო პორტფელში ინვესტირება კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი

დღეს საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებულ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღებას უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე, ლევან ვერძეული ეხმაურება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი განცხადებით, ისინი დარჩებიან იმ საინვესტიციო მანდატისა და საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რასაც დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. ამასთან, კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში ინვესტირება კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
„დღეიდან, დაახლოებით, სამი წლის მანძილზე ჩვენ დავრჩებით ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. მომავალში კი თანდათან გადავალთ საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელებში. საშუალო და მაღალი რისკი არ ნიშნავს იმას, რომ ავიღებთ იმაზე მაღალ რისკს, ვიდრე ამის სურვილი ორგანიზაციას აქვს“, – აცხადებს ლევან ვერძეული.

მისი ინფორმაციით, რისკების სამართავად საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებთან ერთად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი. საინვესტიციო სამსახური თავად არის პასუხისმგებელი რისკების მართავზე. რისკების ეფექტიანი მართვისთვის სააგენტოში ასე ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სამსახური. საუბარია მთავარი რისკის ოფიცერზე, რომელიც დამოუკიდებლად აფასებს საინვესტიციო საქმიანობას. თუ ეს ოფიცერი რაიმე სახის პოტენციურ რისკს დაინახავს, ის დამოუკიდებლად, საინვესტიციო სამსახურის გარეშე აცნობებს საბჭოებს.

„გვყავს ასევე გვყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც, ჯამურად, ორგანიზაციის გამართულობას უზრუნველყოფს და დამოუკიდებელ რწმუნებას აძლევს ორგანიზაციას. ამავდორულად, აღსანიშნავია, რომ გარე საპენსიო სააგენტოს წევრებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რისკის მართვაში. პირველ ყოვლისა, ეს არის სპეცდეპოზიტარი, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს და საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია თავისი მანდატით და არის საპენსიო საქმიანობის მარეგულირებელი“, -აცხადებს ლევან ვერძეული.

შეგახსებთ, რომ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები