მამუკა მდინარაძე: “ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი გამარჯვებაში მყარად არის დარწმუნებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, საქართველოში კიდევ ერთი სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

“ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი მყარად არის დარწმუნებული გამარჯვებაში. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, პროვოკაციები ვერაფერს დაგვაკლებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები