გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებთან ერთად ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან ვლადიმერ იმნაძესთან ერთად თბილისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს ამიერიდან ახალ მისამართზე, სპირიდონ კედიასქ. N7-ში უსასყიდლოდ მოემსახურება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძის ინფორმაციით, ვინაიდან იამანიძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვაში მისი გადასვლის შემდეგ, შემუშავდა რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმა. უწყებას ჰოსპიტლისთვის კედიას ქუჩაზე არსებულ შენობაში 1500 კვ.მ. ფართი თავდაცვის სამინისტრომ გამოუყო, ხოლო სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით გადაიარაღების პროცესში ჰოსპიტალს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ამერიკელი პარტნიორები.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა და ღვაწლმოსილი ვეტერანების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
ჰოსპიტალი ქართველმა სამხედრო ექიმმა, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა ვლადიმერ სანიკიძემ, 1978 წელს დააარსა. მულტიპროფილური ჰოსპიტალი წლების განმავლობაში, უმაღლესი კვალიფიკაციისპერსონალით, უსასყიდლოდ ემსახურებოდა ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანებს. ჰოსპიტლის პერსონალი, ძირითადად, ოფიცრები არიან, მათი უმრავლესობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია. მათ შორის არიან ის სამხედრო ექიმები, ექთნები, მედდები, რომლებიც ვეტერანების ჯანმრთელობას წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები