დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: იმედი გვაქვს, რომ მომავალში სიყვარული, ჩვენი ისტორიული ერთობა გაიმარჯვებს, საქართველო გამთლიანდება

“იმედი გვაქვს, რომ მომავალში სიყვარული, ჩვენი ისტორიული ერთობა გაიმარჯვებს, საქართველო გამთლიანდება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე ჯვართამაღლების დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მისალოცი დღე არის დღეს და მინდა მივულოცო ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას დღევანდელი დღე – ჯვართამაღლების დღე, როცა მაცხოვრის ჯვარი აღმოჩენილი და აღმართულ იქნა. ეს სიმბოლოა ქრისტიანობის საყოველთაოდ ქადაგებისა და გამარჯვებისა, ამიტომ სიხარული ჩვენი დიდია. თუმცა, დღევანდელი დღე უკავშირდება ასევე, აფხაზეთის დაცემას და მწუხარება ჩვენს გულში მუდამ არის ამის გამო, იმ სამწუხარო ამბების გამო,რაც მოხდა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში სიყვარული, ჩვენი ისტორიული ერთობა გაიმარჯვებს და თავის ადგილს იპოვის ჩვენს გულებში და ჩვენს რეალობაში, გამთლიანდება საქართველო და ღმერთმა ინებოს რომ სულ მალე ჯვართამაღლების დღესასწაული გვეზეიმოს ერთად“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები