სალომე ზურაბიშვილი: ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა

,,განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

,,განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

დღესვე პრეზიდენტის მრჩევლებმა კონფლიქტებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები