ჯაბა ჯიშკარიანი: 27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა, ეს არის ტკივილი, რომელიც არ მოშუშებულა
“27 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა… 13 თვე და 13 დღე გმირულად იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის.. ამ ტრაგიკულ დღეს, უამრავმა ქართველმა გმირმა შესწირა თავი ჩვენს სამშობლოს”,- ამის შესახებ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს.
მისივე თქმით, სოხუმის დაცემის დღე არის ტკივილი, რომელიც 27 წელია არ მოშუშებულა.
“27 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა… 13 თვე და 13 დღე გმირულად იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის.. ამ ტრაგიკულ დღეს, უამრავმა ქართველმა გმირმა შესწირა თავი ჩვენს სამშობლოს.
ამ ომს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 250 000 ზე მეტი ქართველი უსახლკაროდ დარჩა და საკუთარ ქვეყანაში , დევნილად იქცა. რუსეთის მიერ თავს მოხვეულმა ტრაგედიამ, ერთნაირად დაგვაზარალა ჩვენც და აფხაზებიც.
ეს არის ტკივილი, რომელიც 27 წელია არ მოშუშებულა.
მე მჯერა რომ, ერთად დგომით, მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთშორისო თანამეგობრობის დახმარებით, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ და აფხაზები აუცილებლად შევძლებთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას და დავიბრუნებთ ერთიანობას.
სამწუხაროდ, დღემდე არ აქვს ქვეყანას სწორი პოლიტიკა, არა აქვს არანაირი გეგმა როგორ აღვადგინოთ მრავაწლიანი გაწყვეტილი ურთიერთობა .
მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ვისმენთ მხოლოდ ფასადურ ფრაზებს, რეალურად კი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. უკვე წლებია ვხედავთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არ არის შედეგიანი და ეფექტური ამ საკითხის აღმოსაფხვრელად.
საჭიროა გვქონდეს სწორი სახელმწიფო პოლიტიკა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთსულოვანი იქნება და ერთად გადადგამენ ქვეყნის გამთლიანებისათვის საჭირო, გააზრებულ ნაბიჯებს.
მჯერა, რომ ერთად დგომითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გამთლიანებას, დავუბრუნებთ საკუთარ სახლებს ასობით ათას დევნილსა და მივაგებთ პატივს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ ომს შეეწირა”,- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.