პროკურორი: იაკობ ბრეგვაძის ჩვენებით, ჩხუბში “მერსედესის” ექვსივე მგზავრი მონაწილეობდა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, საქმეში დაზარალებული ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძის ჩვენებით, ჩხუბში “მერსედესის” ექვსივე მგზავრი მონაწილეობდა.

მისივე თქმით, ბრეგვაძეს კონკრეტული პირების სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

“მოწმემ დეტალურად მიუთითა, მათი გადაადგილების დროს, როცა პირველი ავტომობილი – “მერსედესი” მოვიდა, რა მოქმედებები განხორციელდა. 6 ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან, ერთი შეიარაღებული იყო რკინის ხელკეტით, რომელმაც კონსტანტინე ღიბრაძეს დაარტყა, რაც მოწმემ ადგილზე საკუთარი თვალით დაინახა. ასევე, ერთ-ერთმა პირმა მიწის საფარიდან ქვა აიღო და ექვსივე პიროვნება ჩაერთო ძალადობაში. როგორც მოწმემ განმარტა, სანამ ღობეზე გადახტებოდა, დაინახა, როგორ შეუერთდა მათ ის ორი პიროვნებაც, რომელიც მანამდე უკან ფეხით მოყვებოდა. ჩხუბს რაც შეეხება, დაინახა, რომ ერთი პიროვნება იყო წაქცეული, იმ მომენტში იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ალყაში მოიქციესო, ასე განმარტა. მოწმის თქმით, რვავე პიროვნება ჩართული იყო ჩხუბში და იქნევდნენ ხელებსა და ფეხებს. კონკრეტული პიროვნება სახელითა და გვარით არ დაუსახელებია, თუმცა, დააკონკრეტა რამდენჯერმე, რომ ჩხუბში რვავე პირი იყო ჩართული, იქნევდნენ ხელებსა და ფეხებს და ალყაში ჰყავდათ ერთი პირი. ვინაიდან მან შენობას შეაფარა თავი, დაზიანებული პიროვნება არ უნახავს”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები