კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის ნიშნები არ იყოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მედიამონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყურადღებას მოითხოვს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის ნიშნები არ იყოს.

“პოლარიზებული პოლიტიკა აისახა მედიაზეც, მონიტორინგში არის კრიტიკა მედიისადმი, რომელიც ცალმხრივია და არაა კრიტიკული გაშუქებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სოციალურ მედიაში არ იყოს სიძულვილის ენის ნიშნები. მნიშვნელოვანია, საზოგადოება ყურადღებით იყოს უცხოური გავლენისადმი. იმისთვის, რომ რეალური და ყალბი ინფორმაციის განსხვავება მოხდეს, აუცილებელია, თავად ქვეყნის შიგნით იყოს საკმარისი ობიექტური ინფორმაცია”, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები