გიორგი გახარია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, 24 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი ონლაინრეჟიმში გაიმართება.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ის ლიდერები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.
ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, კანადის პრემიერმინისტრი – ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი – ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი – ჯუზეპე კონტე.
სამიტი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.