კამერუნში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს (ვიდეო)

კამერუნში ძალოვანებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Journal du Cameroun-ი ავრცელებს.

ქუჩაში გამოსული ხალხი ქვეყნის პრეზიდენტის, პოლ ბიას გადადგომას ითხოვს.

აღინიშნება, რომ ხალხი დღეს ქალაქ დუალაში შეიკრიბა და პრეზიდენტისა და მისი მთავრობის გადადგომას სკანდირებდნენ. მოგვიანებით კი მომიტინგეების დასაშლელად სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული.

აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ამჟამად, პროტესტი ქალაქის რამდენიმე რაიონში, ასევე, ქალაქებში – ბაფანგსა და ბაჰამში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები