ბრიტანეთის მთავრობა, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, ეპიდსაწინააღმდეგო ზომებს ამკაცრებს
ბრიტანეთის მთავრობამ, ქვეყანაში კოვიდ 19-ის სწრაფი გავრცელების ფონზე, ეპიდსაწინააღმდეგო ზომები გაამკაცრა.
ქვეყნის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, 24 სექტემბრიდან ყველა რესტორანი და პაბი საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს.
მოსალოდნელია, რომ დღეს ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ბრიტანეთში ვირუსის ტემპი დაჩქარდა. ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 3,5 – 4 ათასამდე ინფიცირებული იქნება.
როგორც გუშინ ბრიფინგზე ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მეცნიერმა მრჩეველმა განაცხადა, თუ ასეთი ტემპები შენარჩუნდება, ოქტომბრის შუა რიცხვებში დღიური მაჩვენებელი 50 ათასს შეადგენს.
მთავრობა კი ამჟამად მომდევნო 2-3 კვირისთვის გაცილებით მკაცრი ზომების შემოღებაზე ფიქრობს.