დიმიტრი ხუნდაძე: დღეს უალტერნატივოა “ქართული ოცნების” გამარჯვება – არაერთი კვლევა აჩვენებს ამას
“დღეს ქართულ პოლიტიკაში რეალობა არის ასეთი – პოლიტიკური სპექტრი არის გაღარიბებული და დღეს უალტერნატივოა “ქართული ოცნების” გამარჯვება”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” გამარჯვებას რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ამას არაერთი კვლევა აჩვენებს.
„ყველა კვლევა საინტერესოა, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის საბოლოო შედეგი, რომელიც არაერთხელ დამდგარა 2012 წლის შემდეგ. მიუხედავად ზოგჯერ გაყალბებული, ზოგჯერ, ასე ვთქვათ, სიზუსტეს აცდენილი წინასწარი შედეგისა, საბოლოო შედეგით ყველა არჩევნებში გამარჯვებულია „ქართული ოცნება” და ეს ტრადიცია ახლაც არ დაირღვევა – “ქართულ ოცნებას” ექნება 60%-თან მიახლოებული შედეგი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.