თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. კვირეულთან დაკავშირებით ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა იმართება.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, მსგავსი ღონისძიება ადამიანის ცნობიერების ამაღლებაში დიდ წვლილს შეიტანს.

„თბილისი კვლავ შეუერთდა ევროპის მობილობის კვირეულს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რომელსაც მერია მხარს უჭერს. ყველა ჩვენი პარტნიორი როგორც საერთაშორისო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენთან ერთად არიან და ვფიქრობ, ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებაში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მობილობის ევროპული კვირეულის მოწოდებაა – „ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის“.

ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან, სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ქალაქებისთვის, მოსახლეობას წარუდგინონ მდგრადი მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში ხდება ახალი სატრანსპორტო ღონისძიებების წარდგენა და ინფორმაციის გავრცელება მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე. თითოეული ამ ცვლილების მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარების გზით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები