მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს.

“196 ახალი შემთხვევა დაგვემატა, აქედან 128 არის აჭარიდან, 30 თბილისია, 19 ქუთაისია, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთია, 5 ქვედა-ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 შემთხვევა არის გურია, 2 მცხეთა-მთიანეთი და ერთი გახლავთ კახეთი.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 13 ადამიანი. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი იმყოფება. 836 კოვიდვენტრებშია მოთავსებული. 14 კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე მძიმე პაციენტია.

ჩვენს ცენტრში 34 პაციენტია მოთავსებული, ერთი კრიტიკულად მძიმეა, ორი მძიმე პაციენტია”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები