მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის პერიოდში ვაზს ჩეხდნენ და ქართველისთვის ამაზე ცუდი რა შეიძლება, იყოს
“ადამიანი გამოდის და ამბობს, მე რომ პრემიერი გავხდებიო და იცის, რომ 11 პროცენტი აქვს რეიტინგი პარტიას და იმის ნახევარი – თვითონ. შესაბამისად, არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, როცა სახელმწიფო პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკის რეცესიის პერიოდში მაინც ახერხებს გლეხის სუბსიდირებას, ამ დროს რაღაც გიჟური გამოხტომა, არის სპეკულაცია.
„ორი დღეა, მიხეილ სააკაშვილზე მთხოვთ, რომ სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მიჭირს. ადამიანი გამოდის და ამბობს, მე რომ პრემიერი გავხდებიო და იცის, რომ 11 პროცენტი აქვს რეიტინგი პარტიას და იმის ნახევარი – თვითონ. შესაბამისად, არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ოდნავ სერიოზულად თუ შევხედავთ, ვაზს ჩეხდნენ მის პერიოდში და ქართველისთვის ამაზე ცუდი რა შეიძლება, რამე იყოს. სუბსიდირების სურვილი თუ ჰქონდა, გამოეხატა თავის დროზე. როცა სახელმწიფო პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკის რეცესიის პერიოდში მაინც ახერხებს გლეხის სუბსიდირებას, ამ დროს იქ რაღაც გიჟური გამოხტომა არის სპეკულაცია. სახლობანას თამაშში არ უნდა ჩავყვეთ. ზოგი პრემიერია, ზოგი სუს- ს აუქმებს, ზოგი სასამართლოს აუქმებს, ზოგს უცხოელი მოსამართლეები ჩამოჰყავს, მერე უცხოელ პოლიციელებს ჩამოიყვანენ – რაღაც რაციონალური პროგრამა ხომ უნდა ჰქონდეთ და დაპირება, ადამიანი ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ რეალობასთან ოდნავი შეხება მაინც აქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.