ანტონიო გუტიერეში: “კოვიდ 19”-ის პანდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ “კოვიდ 19”-ის პანდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მისი თქმით, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი მილიონს აღწევს.
გუტიერეშის განცხადებას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მან ქვეყნების ლიდერებს ცეცხლი გლობალური შეწყეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის “თანამედროვე სამყაროს გლობალური უსაფრთხოების ნომერ პირველ საფრთხე”.
მისივე თქმით, ვაქცინა ეპიდემიისთვის პანაცეა ვერ იქნება.
“ერთი ვაქცინა ვერ შეძლებს ამ კრიზისის მოგვარებას და, მით უმეტეს, უახლოეს დროში”, – ფიქრობს გუტიერეში.
გაერო-ს გენმდივანი გამოდის ინიციტივით, ვაქცინა განიხილებოდეს, როგორც “გლობალური სიკეთე”, რომელიც ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ამისთვის აუცილებელია “დაფინანსების დიდი ნახტომი”.