მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს – მერაბ ბესელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს.
დაჭრილი კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს, სადაც მას ფეხის არეში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ცნობისთვის, რამაზ ხარაზიშვილი გუშინ რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაიჭრა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მომხდარზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი – მერაბ ბესელია. მას ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ.