ირაკლი კობახიძე: საქართველოში პოლიტიკური მოტივით არ ხდება არავის დევნა, არიან პოლიტკრიმინალები

საქართველოში პოლიტიკური მოტივით არ ხდება არავის დევნა, არიან პოლიტკრიმინალები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფო თავის პოლიტიკაში თანმიმდევრულია და საბოლოოდ იმ შედეგს მოიტანს, რასაც ჰქვია საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში უმეტესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმებოდა, თუმცა გარკვეული კომპრომისის გამოძებნა ყოველთვის არის საჭირო ისეთ ორგანოებში, როგორიც არის პარლამენტი და მათ შორის ევროპარლამენტი.

„შესაბამისად, ეს კარგ საფუძველს ქმნის იმისას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ჩვენი სახელმწიფო თავის პოლიტიკაში თანმიმდევრულია და საბოლოოდ იმ შედეგს მოიტანს, რასაც ჰქვია საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში. კიდევ ერთხელ გეტყვით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს. ანგარიშში მოხვდა იმიტომ, რომ ევროპარლამენტიც არის სხვადასხვა პოლიტიკოსის. იქ არიან სხვადასხვა პოლიტიკოსების, საბოლოო ჯამში, გარკვეული კომპრომისების მიღწევა უწევთ. შესაბამისად, რაღაც ჩაიწერა, რასაც არ ვეთანხმებით. ეს არის ერთი პატარა პასაჟი, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ჩანაწერიც არის ძალიან რბილი, ერთგვარი კომპრომისი გამონახეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც მათ შორის, ვინც არ ეთანხმებოდა ამ ჩანაწერს. ევროპარლამენტში უმეტესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმებოდა, თუმცა გარკვეული კომპრომისის გამოძებნა ყოველთვის არის საჭირო ისეთ ორგანოებში, როგორიც არის პარლამენტი და მათ შორის ევროპარლამენტი. მთავარია, რომ საქართველოში პოლიტიკური მოტივით არ ხდება არავის დევნა, არიან პოლიტკრიმინალები. ეს არის მაგალითად უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, ნიკა მელია, რომელმაც „ქართუ ბანკი“ ადეიშვილის დავალებით გააკოტრა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც სასტიკად ეპყრობოდნენ სხვა ადამიანებს, მაგალითად, გელაშვილის საქმეზე აქვთ შეფარდებული სასჯელი. არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური დევნილი, პოლიტკრიმინალები არიან და საქართველოში პოლიტკრიმინალების დრო მალე დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები