ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ ოდნავ დაიწია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდვითარება კვლავ დაძაბულია.

რაც შეეხება საქართველოს – გამყრელიძის თქმით, აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

“გლობალურად ეპიდსიტუაცია დაძაბული რჩება. დილის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. თანდათანობით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი იკლებს,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი იზრდება. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა მსოფლიოში სულ ერთი პროცენტია.

რეგიონშიც რთული მდგომარეობაა. რაც შეეხება საქართველოს, აჭარა კვლავ რჩება ცხელ წერტილად, მაგრამ დღეს რაოდენობამ ოდნავ დაიწია. თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მრუდს მდგრადი ხასიათი ჰქონდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაციის გამკაცრება და დაცვა.

ვიკვლევთ მასწავლებლებს. 2200-დან მხოლოდ 1011 მივიდა გამოსაკვლევად, დადასტურდა 7. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვინც აჭარაში იმყოფებოდა, განსაკუთრებით – აგვისტოს თვეში, მივიდნენ გამოკვლევებზე, დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები