საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.6 მაგნიტუდის სიდიდის იყო.
“დღეს, თბილისის დროით 18:51 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ_ში მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.