ტრამპი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რამდენიმე კვირაში მივიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფედერალური ნებართვისთვის უკვე რამდენიმე კვირაში იქნება მზად.

ამის შესახებ მან Fox&Friends-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ძალიან სწრაფად მინდა ვაქცინა. მის გარეშე წლობით ვიქნებოდით. მაგრამ პროცესი სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს მეშვეობით დავაჩქარე. ვაქცინა რამდენიმე კვირაში გვექნება, შეიძლება – 4 ან 8 კვირაში. უამრავი შესანიშნავი კომპანია გვაქვს”, – თქვა ტრამპმა.

ამასთან, დემოკრატიულ პარტიაში ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც ტრამპის ადმიდნისტრაციაში მასობრივი წარმოების ნებართვას მიიღებს, სკეპტიკურად უყურებენ, რადგან, მათი აზრით, პრეპარატის გამოყენების ნებართვა შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და არც იყოს უსაფრთხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები