ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსის პრეზიდენტად არ აღიარებს

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს და თვლის, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იყო გაყალბებული.

ამის შესახებ ბორელიმ ევროპარლამენტში განაცხადა.

“ვთვლით, რომ 9 აგვისტოს არჩევნები გაყალბდა. არ ვაღიარებთ ლუკაშენკოს ბელორუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები