გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლის მოსწავლეებს ახალი სასაწავლო წლის დაწყებას ულოცავს (ფოტო)
გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლის მოსწავლეებს ახალი სასაწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
“ვიმედოვნებთ, რომ იმ სკოლებში, სადაც ჯერჯერობით სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს, ბავშვები მალე დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს. სკოლებში უსაფრთხო დაბრუნება აუცილებელია იმისთვის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია UNICEF Georgia-ს ინფორმაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ელი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.