ანა ფოტიგა: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება

“საპარლამენტო არჩევნების წინ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

„მიუხედავად დაბრკოლებებისა და სირთულეებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. საპარლამენტო არჩევნების წინ მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე, მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ გიორგი რურუა და ამით შეასრულოთ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები