გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ, ნაწილი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაკავებული 11 პირი ბრალს არ აღიარებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები