ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს

“ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგებმა 1222 სისხლის ნიმუში აიღეს იმის დასადგენად, თუ ვის ჰქონდა ანტისხეულები ორგანიზმში, ანუ ვინ მოიხადა უკვე ვირუსი.

“ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია. ჩვენ გუშინ ღამით დავასრულეთ ე.წ სეროპრევალენტური კვლევა 4 მუნიციპალიტეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში 1222 სისხლის ნიმუში ავიღეთ შერჩევითი პრინციპით, იქ განისაზღვრა ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეგ ანტისხეულები ჩნდება, ე.ი ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. 1222 ნიმუშიდან კი, მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, ის მარტვილის რაიონიდან არის. სისხლის აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებელი, რაც აქამდე გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები