მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის, ასევე, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელებენ.
ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ საქმის შეწყვეტას მოითხოვს, ნაწილი კი – ცალკე წარმოებად გამოყოფას.